მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თებერვალში, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს, ვიდრე გასული წლის იმავე თვეში" - თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის თებერვლის მომხმარებლების დანახარჯების დინამიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, აღნიშნულ პერიოდში, თიბისი ბანკის არხების მიხედვით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს და მეტი ტრანზაქცია შეასრულეს, ვიდრე გასული წლის იმავე თვეში.

კერძოდ, ჯამური უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 15%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება რეზიდენტებს და არარეზიდენტებს, მათ შორის თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ, 86% და 14% შეადგინა.

კვლევის თანახმად ირკვევა, რომ ჯამური უნაღდო დანახარჯების უდიდესი წილი სურსათზე იხარჯება.

ამასთან, დასვენების სექტორში, კერძოდ კი სასტუმროებში, მომხმარებლების დანახარჯები 13%-ით გაიზარდა წლიურად, რაც არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული. სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით ორჯერ აღემატება რეზიდენტების საშუალო დანახარჯს.

რაც შეეხება რესტორნებს, უნაღდო დანახარჯები მიმდინარე წლის თებერვალში 36%-ით გაიზარდა წლიურად. ამავე პერიოდში, რესტორნებში არარეზიდენტების საშუალო ხარჯვა დაახლოებით 4-ჯერ აღემატება რეზიდენტების მაჩვენებელს.

მომხმარებლებმა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 2025 წლის თებერვალში გასულ წელთან შედარებით 15%-ით მეტი დახარჯეს. ხაზგასასმელია არარეზიდენტების დანახარჯების საგრძნობი, 48%-იანი, ზრდა, თუმცა ჯამურ დანახარჯებზე მათი გავლენა, სექტორის მცირე წილის გამო, დაბალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები