მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თებერვალში პროდუქციის წარმოება გაძვირდა - რამ იქონია გავლენა ინდექსის ცვლილებაზე?

წარმოება

2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის წარმოება 0.3%-ით, ხოლო წლიურად 6.1%-ით გაძვირდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

⦁ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 30.1%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.64 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (36.5%);

⦁ დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.5%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.63 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სასმელებზე (7.9%) და ძირითად ლითონებზე (6%);

⦁ ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 6.8%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.73 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

⦁ წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 2.5%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.06 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

2025 წლის იანვართან შედარებით თებერვალში ფასები 3.9%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.24 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.1%), რამაც 0.08 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.8%) და რეზინის და პლასტმასის ნაკეთობებზე (2.9%). გარდა ამისა, ფასების 0.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები