მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თებერვალში სააგენტო BMG-ის სიახლეები 3.2 მილიონჯერ წაიკითხეს

BMG სააგენტო
04.03.25 10:46
580

Google Analytics-ის მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში ვებგვერდ bm.ge-ის სტატიები 3.2 მილიონჯერ წაიკითხეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.5%-ით მეტია. ეს სტატიები სულ 499 ათასმა უნიკალურმა მკითხველმა (Users) წაიკითხა.

გარდა ამისა, Google Analytics-ის მონაცემებით, bm.ge-ის მომხმარებლებიდან, 434 ათასი ვებგვერდს საქართველოდან სტუმრობდა, 13 ათასი აშშ-დან, იტალიიდან 7.1 ათასი, გერმანიიდან 6.3 ათასი, საბერძნეთიდან 4.1 ათასი, რუსეთიდან 4 ათასი და ნორვეგიიდან 3.5 ათასი.

ამასთან, ამ პერიოდის განმავლობაში bm.ge-ის მკითხველთა 52.4% ქალი, 47.6% კი მამაკაცი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები