Google Analytics-ის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში სააგენტო BMG-ის სტატიები და სიახლეები 2.8 მილიონჯერ წაიკითხეს. ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ით მეტია. Google Analytics-ის თანახმად, ამ სიახლეებს სულ 489 ათასი უნიკალური მკითხველი (Users) გაეცნო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.5%-ით მეტია.
მათ შორის საქართველოდან ვებგვერდს 443 ათასი მკითხველი ჰყავდა, აშშ-დან - 10 ათასი, გერმანიიდან - 4.6 ათასი, საფრანგეთიდან - 3.4 ათასი, იტალიიდან - 3.3 ათასი, თურქეთიდან კი 2.7 ათასი.
სისტემის თანახმად, წელს BMG-ის მკითხველთა 56.4% ქალი, 43.6% კი კაცია.


























