მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში საბანკო დაკრედიტება ₾654 მილიონით, ₾71 მილიარდამდე გაიზარდა

ბანკები

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 2026 წლის თებერვლის ბოლოსათვის 71.06 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.32%-ით მეტი) 654.63 მილიონი ლარით (0.93% ით) მეტია. ეროვნული ბანკის თანახმად, დაკრედიტების წლიური ზრდა 14.2%-ია.

როგორც სებ-ის სტატისტიკიდან ირკვევა, თებერვალში დაკრედიტების ზრდის მთავარი მდგენელი ლარში სესხების 530 მილიონი ლარით მატება იყო, უცხოური ვალუტის სესხები კი 124 მილიონი ლარით გაიზარდა.

ამასთან, სებ-ის თანახმად, თებერვალში ლარის დაკრედიტების მატების გამო ლარიზაციის კოეფიციენტი გაუმჯობესდა და მან 57.78% შეადგინა, რაც თვის ჭრილში 0.22 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.77 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.81%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 20.31 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.39%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.27 %-ით მეტი).

2026 წლის თებერვლის განმავლობაში 0.95%-ით, ანუ 351.47 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 37.17 მილიარდი ლარი შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები