მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა

5e82edb256367
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.20 11:12
998
საქსტატმა 2019 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 3.7 პროცენტით განისაზღვრა. 

2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები. კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში.

საქსტატის ინფორმაციით, თებერვლის განმავლობაში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 6.254 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.5%-ით მეტია. თუმცა, დღგ-ის ბრუნვის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალი იყო იანვარში და ის წლიურად 14%-ით იყო გაზრდილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები