მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TEGETA HOLDING 2025 წელს აჯამებს, ინტერვიუ - ეკა ქავთარაძე, "თეგეტა ჰოლდინგი", CEO

ვეწვიეთ თეგეტას გეზის ფილიალს, სადაც ვგეგმავდით და ჩავწერეთ კიდეც ინტერვიუ ჰოლდინგის მთავარ აღმასრულებელ ოფიცერთან ეკა ქავთარაძესთან, სასიამოვნო სიურპრიზი იყო თეგეტას გეზში ჰოლდინგის დამფუძნებლის, თემურ კოხოძის ხილვა, რომელმაც ეკა ქავთარაძესთან და „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების, სატვირთო, კომერციული ტექნიკისა და ავტობუსების მიმართულებiს მთავარ ოფიცერთან ზურა ალავიძესთან ერთად, სახელდახელო ტურიც ჩაგვიტარეს. აღნიშნული ტური, იმდენად დაუგეგმავი იყო, რომ ეკა ქავთარაძეს ფაქტობრივად ორი პრეზენტაციის ერთდროულად ჩატარება მოუწია, ამიტომ დეტალურად თეგეტა გეზის ფილიალის ტურზე შემდეგ კვირაში მოგიყვებით. მანამდე კი, ეკა ქავთარაძე 2025 წელს აჯამებს და 2026 წლის მთავარ პრიორიტეტებზე საუბრობს. გეგმებში ახალი ქარხნის მშენებლობა, ახალი ბრენდების შემოყვანა და თეგეტას საერთაშორისო ექსპანსიაა.

სტუმარი: ეკა ქავთარაძე - "თეგეტა ჰოლდინგი" CEO;

ინტერვიუერი: გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები