მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tegeta Holding-ი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან ერთად მწვანე ბონდების გამოშვებაზე მუშაობს

63a1935a55824
ვიქტორია მღებრიშვილი
21.12.22 00:15
594
Tegeta Holding-ი 2023 წელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად მწვანე ბონდების გამოშვებაზე მუშაობს - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ რუბრიკა „Forbes ავტოში“ ჰოლდინგის სტრატეგიული დაგეგმვისა და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკა მაღლაფერიძემ ისაუბრა.

რომელ საფინანსო ინსტიტუტთან მიმდინარეობს მუშაობა ნიკა მაღლაფერიძეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“ მწვანე ბონდების გამოშვება კომპანიისთვის ახალი მიმართულება არ არის.

„იმედი გვაქვს, ამ ტრანზაქციას 2023 წლის პირველ ნახევარში ჩავხურავთ. მწვანე ობლიგაციების გამოშვებაზე ერთ-ერთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან ერთად ვმუშაობთ, რომელიც რეფინანსირების დაფინანსებას აღარ მოხმარდება და ახალი ეკომეგობრული პროდუქტები დაფინანსდება. ეს იქნება არსებული პროექტები და ასევე ელექტრო და ჰიბრიდული ტექნიკის, ასევე ელექტროდამტენების დაფინანსება, რასაც „თეგეტა“ ისედაც აკეთებდა, თუმცა ასევე განვიხილავთ მზის პანელების მონტაჟს, რომელიც „თეგეტასთვის“ ახალი პროექტი იქნება. ახლა საუბარია 30 მლნ ლარზე.

მწვანე ბონდების გამოშვებით ჩვენ ერთი მხრივ ხაზს ვუსვამთ, რომ ვმუშაობთ ისეთ პროდუქტებზე, რომელიც მწვანე დაფინანსებაში მოიაზრება, მაგალითად ძალიან ბევრი CSR-პროგრამა გვაქვს. მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ბონდებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან ერთად გამოვუშვებთ, რითიც „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარს გასცდება“, - განაცხადა „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული დაგეგმვისა და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკა მაღლაფერიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2023 წელს კომპანია განვითარებას განაგრძობს და სწორედ მომავალი წლისთვის იგეგმება „ვოლვოს“ ცენტრის, ასევე მსუბუქი ავტომობილების სერვისის ახალი ცენტრის გახსნა უნივერსიტეტის ქუჩაზე.

შეგახსენებთ, რომ საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერმა „თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, კაპიტალის ბაზარზე 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები განათავსა. გამოშვებული ობლიგაციის ფასი TIBR+3.5%-ით განისაზღვრა. „თეგეტა ჰოლდინგის“ გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული 150 მილიონი ლარი სრულად სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას მოხმარდება, გაუმჯობესდება კომპანიის ვალდებულებების ვადიანობის პროფილი, რაც თავის მხრივ, კომპანიის ლიკვიდურობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ობლიგაციების სრული ძირის თანხის დაფარვა 3 წლის შემდეგაა გათვალისწინებული, კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ყოველკვარტალურად დაიფარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები