მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თეგეტა ჰოლდინგმა"&"თიბისი ლიზინგმა" სადისტრიბუციო სექტორს ახალი ფლიტ მენეჯმენტ პროდუქტი წარუდგინეს

„თეგეტა ლიზინგთან“ და „თიბისი ლიზინგთან“ პარტნიორობით თეგეტა ბიზნესის ფარგლებში სადისტრიბუციო სექტორისთვის ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტის წარდგენა შედგა 25 აპრილს თბილისის შემოვლით გზაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში, სადაც 70-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი შეიკრიბა. სტუმრებს შორის იყვნენ კომპანიები, პარტნიორები სადისტრიბუციო ბიზნესიდან და საცალო ვაჭრობის მსხვილი ქსელებიდან - ისინი, ვინც საკუთარი საქმიანობისათვის სხვადასხვა ტიპის ავტოპარკს იყენებენ და სალიზინგო მომსახურების სიკეთეებსაც კარგად იცნობენ. თეგეტას და თიბისი ლიზინგის პარტნიორობა არაერთ წელს და შეთავაზებების განსხვავებულ სერიებს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები