მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„თეგეტა მოტორსი“ 25 წლის საიუბილეო კონკურსში "მაზდას" და სხვა საჩუქრებს ათამაშებს

5fb51705b074b
ვიქტორია მღებრიშვილი
18.11.20 16:49
857
„თეგეტა მოტორსი“ 25 წლის გახდა. აღნიშნულ საიუბილეო თარიღს ჰოლდინგი განსაკუთრებულად აღნიშნავს. „თეგეტა მოტორსმა“ თავისი იუბილის აღსანიშნავად კონკურსი გამოაცხადა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, კრეატიული ვიდეო გადაიღოთ და მიულოცოთ „თეგეტა მოტორს“ 25 წლის იუბილე. კომპანია გამარჯვებულებს საჩუქრად გადასცემს: პირველი ადგილი - მაზდა CX3, მეორე ადგილი - ელექტრო სკუტერი NIU და მესამე ადგილი - კურორტ საირმეს საგზური, ასევე, სპეციალური პრიზი ელექტრო სკუტერი NIU გადაეცემა Instagram-ზე ყველაზე პოპულარული ვიდეოს ავტორს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ამისათვის კი საჭიროა გადაიღოთ ორიგინალური ვიდეო მილოცვა და ატვირთოთ Facebook-ზე, Instagram-ზე და ვებ გვერდ tegeta25.ge-ზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ვიდეო სამივე პლატფორმაზე ატვირთოთ და მონიშნოთ ჰეშთეგი #Tegeta25. ვიდეოების გამოგზავნა შეგიძლიათ 17 დეკემბრის ჩათვლით, გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური 25 დეკემბერს გამოავლენს.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები