მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტა მოტორსი“ აზერბაიჯანში MOTUL-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

თეგეტა
16.01.24 12:48
1114

თეგეტა მოტორსიფრანგულ ბრენდს, MOTUL-ს საქართველოს შემდეგ აზერბაიჯანშიც ოფიციალურად წარმოადგენს. სადილერო ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და MOTUL-ის პროდუქცია იანვრიდან ხელმისაწვდომია როგორცთეგეტასწარმომადგენლობაში, ისე კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების საშუალებით.

თეგეტა მოტორსი“ MOTUL-ს საქართველოში 2010 წლიდან წარმოადგენს და მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით ლიდერის პოზიციას იკავებს. 2021 წელს კომპანიამ MOTUL-ის 310 ტონა ზეთი გაყიდა, 2022-ში - 400 ტონა, გასული წელი კი რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა და 2023 წელს საქართველოშიმოტულისდაახლოებით 600 ტონამდე ზეთი გაიყიდა. გეოგრაფიული არეალის გაფართოება და რეგიონის ბაზრებზე შესვლა სწორედ ამ წარმატებული და შედეგიანი თანამშრომლობის გაგრძელებაა.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსისდირექტორი: თეგეტასა და MOTUL-ის 14-წლიანი თანამშრომლობა დაფუძნებულია მუდმივი ზრდისა და განვითარების საერთო ხედვაზე. ორმხრივმა ნდობამ კი გააჩინა ჩვენი პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა და უკვე იანვრიდან საქართველოს საზღვრებს გარეთ გავედით. 2024 წელს აზერბაიჯანის ბაზარზე შევალთ სასტარტო რაოდენობით და ვფიქრობთ, 40-50 ტონა პროდუქციას გავყიდით. მოლოდინები საკმაოდ მაღალია და ბაზრის მასშტაბებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ბრენდის გაყიდვებს მაღალ ნიშნულზე ავიყვანთ“.

MOTUL 170 წელია ძრავის მაღალტექნოლოგიურ საცხებ-საპოხ მასალებს აწარმოებს. პროდუქციის ხარისხისა და ინოვაციური შესაძლებლობების გამო MOTUL სინთეტიკური საპოხი მასალების ექსპერტადაა აღიარებული და მსოფლიო ბაზარზე ნიშური ბრენდების სიაშია.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსისდირექტორი: თეგეტა აზერბაიჯანში MOTUL-ის მსუბუქი ავტომობილებისთვის საჭირო პროდუქტების სრულ სპექტრს წარმოადგენს. სამომავლოდ კი ბრენდის ინოვაციური მიღწევებიცა და ახალი ეკომეგობრული საცხებ-საპოხი მასალებიც გამოსვლისთანავე მოხვდება როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის პორტფელში. პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნებათეგეტასფილიალებში, ასევე კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების საშუალებით“.

აზერბაიჯანის ბაზარზე შესვლათეგეტა მოტორსისადა MOTUL-ის თანამშრომლობის ახალი ეტაპის მხოლოდ პირველი ფაზაა. სამომავლოდ კომპანია გეგმავს ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და უზბეკეთისა და სომხეთის ბაზრების ათვისებას.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები