მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ქსელს აფართოებს - ქუთაისში ახალი ფილიალი გაიხსნა

BM.GE
13.02.23 09:54
619
"თეგეტა მოტორსი" მომსახურების ქსელს აფართოებს - ქუთაისში ახალი ფილიალი დავით აღმაშენებლის #99-ში გაიხსნა. მომსახურების ცენტრი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ავტომომსახურებაზე ხელმისაწვდომობას გაამარტივებს. ახალი ფილიალის გახსნა, თეგეტა მოტორსის სერვისებზე, გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ გადაწყდა. თეგეტა მოტორსის ქუთაისის ახალი ფილიალი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9:30-იდან 18:30-ამდე, კვირას კი - 09:30-იდან 18:00 საათამდე იმუშავებს.