მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,თეგეტას" მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი გაიხსნა – ინვესტიცია ₾60 მილიონია

უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში ,,თეგეტას“ ახალი კომპლექსი აშენდა. ერთ ჰექტარზე „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „თეგეტა მოტორსის“ შოურუმებია განთავსებული. „თეგეტა მოტორსის“ ახალი სერვისცენტრის გახსნის ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართა. ტერიტორიაზე სრულიად ახალი შოურუმი, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი, განახლებული სერვისცენტრი და სასაწყობე სივრცეა განთავსებული. ეს მასშტაბური მულტიფუნქციური სივრცე პირველია რეგიონის საავტომობილო სექტორში, რომელიც მომხმარებელს ახალი კონცეფციით მოემსახურება. კომფორტულ გარემოში მომხმარებელი მსუბუქი ავტომობილისათვის საჭირო სრული სერვისის მიღებას შეძლებს, მათ შორის – ელექტრომობილებისთვის. ვაკის ფილიალის ოფიციალური გახსნის შემდეგ Tegeta X Global Brands – Partnership Beyond Borders-ის ღონისძიება ახალ სპორტის სასახლეში გაგრძელდა, სადაც „თეგეტას“ პარტნიორი გლობალური ბრენდების წარმომადგენლები და ჰოლდინგის თანამშრომლები შეიკრიბნენ. გალა-კონცერტის დაწყებამდე აუდიტორიას „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ მიმართა და „თეგეტას“ 28-წლიანი განვითარების გზისა და ჰოლდინგის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები