ამერიკელი მომღერალი, ტეილორ სვიფტი და ამერიკული ფეხბურთის ცნობილი სახე, ტრევის კელსი დაინიშნნენ. მუსიკოსმა სიახლე ფანებს Instagram-ის საკუთარ გვერდზე დადებული პოსტით ამცნო. “თქვენი ინგლისურის მასწავლებელი და სპორტდარბაზის ტრენერი ქორწინდებიან” - წერია გამოქვეყნებული სურათის აღწერაში. სურათზე სვიფტი და კელსი ყვავილებიანი ბაღის ფონზე ჩანან.
პოპვარსკვლავის საქმრო ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე და სუპერ ბოულის ორგზის ჩემპიონია. ის 1989 წელს, ოჰაიოს შტატში დაიბადა და სინსინატის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ცხოვრება პროფესიონალურ სპორტს მიუძღვნა. სპორტსმენობის მიღმა კელსი პოპულარული მისი ხასიათის გამოც გახდა. მან ექსტრავაგანტური და ხალისიანი ბუნებით მალევე მიიქცია ამერიკული საზოგადოების ყურადღება. 2016 წელს ის საკუთარი ე.წ. რეალითი შოუს Catching Kelce-ს წამყვანიც კი იყო.
ნიშნობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ფეხბურთელის მამამ გაავრცელა. ედ კელსმა თქვა, რომ ნიშნობის ღონისძიება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, მისურის შტატის ქალაქ ლიის სამიტის ბაღში, დახურულ გარემოში ჩატარდა. ნიშნობისთვის გამოყენებული ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც XVIII-XIX საუკუნისთვის დამახასიათებელი დიზაინით შეიქმნა, Artiflex Fine Jewelry-ს დიზაინერმა, კინდრედ ლუბეკმა დაამზადა.




























