მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta ფსიქიკური ჯანმრთელობის საქმეზე $16.7-მილიარდიან ჯარიმას გადაიხდის

meta

ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Meta-მ აშშ-ის შტატების გენერალურ პროკურორებთან ფედერალური დავის მოგვარების ფარგლებში $16.7 მილიარდის გადახდის ვალდებულება აიღო.

საქმე ეხებოდა ბრალდებებს, რომელთა თანახმადაც კომპანია არასრულწლოვნებისთვის Facebook-ისა და Instagram-ის მიერ მიყენებული ფსიქიკური ზიანის მასშტაბებს არასწორად წარმოაჩენდა.

როგორც ირკვევა, გარიგების ფარგლებში Meta-მ არასრულწლოვანი მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების ახალი მექანიზმების დანერგვა იკისრა. ცვლილებები ითვალისწინებს მოზარდებისთვის აპლიკაციების გამოყენების დღიური ლიმიტებისა და ღამის ბლოკირების დაწესებას. ამასთან, კომპანია ასაკის დადასტურების გაძლიერებულ სისტემებსა და მშობელთა კონტროლის დამატებით ინსტრუმენტებს შეიმუშავებს. რობ ბონტას განმარტებით, ტექნოლოგიურმა გიგანტმა პლატფორმების ტრანსფორმაცია უახლოეს თვეებში უნდა განახორციელოს.

თავად Meta-ში აცხადებენ, რომ გარიგების საერთო ღირებულება დაახლოებით $18 მილიარდია, რაც 10-წლიან პერიოდზე გადანაწილდება და ახალგაზრდების ონლაინუსაფრთხოების ინიციატივებს მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები