თითქმის შეუძლებელია სტრიმინგ პლატფორმებზე ფიქრი Spotify-ს გარეშე. მუსიკის სტრიმინგის სერვისი, როგორც უფასო, ასევე ფასიანი შეთავაზებებით, 2006 წელს, ორმა შვედმა მეგობარმა, დანიელ ეკმა და მარტინ ლორენცონმა დააარსა. დღეს Spotify არის მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო სტრიმინგის პლატფორმა, რომელიც ვრცელი მუსიკალური არქივითა და ადამიანებზე ინდივიდუალურად მორგებული პლეილისტებით გამოირჩევა. Spotify ასევე ხელმისაწვდომია სხვადასხვა მოწყობილობებზე, რაც უზრუნველყოფს მის გამოყენებას სახლში, მანქანაში, სამსახურსა თუ მოგზაურობის დროს. რომელი ვარკსვლავები სარგებლობენ დღეს Spotify-ზე ყველაზე დიდი პოპულარობით?