მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტეილორ სვიფტის დოკუმენტურმა ფილმმა წინასწარი გაყიდვების რეკორდი მოხსნა

the eras tour

ტეილორ სვიფტის საკონცერტო დოკუმენტური ფილმი “Taylor Swift:The Eras Tour” ჯერ გამოშვებული არ არის, თუმცა კინოინდუსტრიის რეკორდებს უკვე ხსნის. 

Cinemark-ის (კინოთეატრების ქსელი 500-მდე ლოკაციით) განცხადებით, ბილეთების გაყიდვების მაჩვენებლით ფილმმა წინასწარი გაყიდვების საშინაო რეკორდი მოხსნა, მოთხოვნა კი იმაზე 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე კომპანიის რომელიმე ჩვენებაზე ოდესმე ყოფილა.

3-საათიანი დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა, მათ შორის საქართველოს კინოთეატრებშიც, პარასკევს, 13 ოქტომბერს გაიმართება. Cinemark-ი კინოთეატრების პირველი ქსელი არაა, რომელმაც გაყიდვების მაჩვენებელი სვიფტის ფილმის სეანსებით გაზარდა. AMC Theaters-ის ცნობით, დოკუმენტურმა ფილმმა ერთ დღეში გაყიდული ბილეთების რაოდენობით ახალი რეკორდი 31 აგვისტოს, წინასწარი გაყიდვების დაწყების დღეს, 3 საათზე ნაკლებ დროში დაამყარა, 24 საათში კი  კინოთეატრს $26 მილიონის შემოსავალი მოუტანა -  ფილმის გავრცელებაზე პასუხისმგებლები სწორედ ეს ორი კომპანიაა. აღსანიშნავია, რომ სვიფტმა ფილმი კინოინდუსტრიის მსხვილი სტუდიებისგან დამოუკიდებლად გადაიღო, რითაც წარმოების ხარჯებიც შეამცირა.

კინოინდუსტრია ვარაუდობს, რომ “The Eras Tour” პრემიერის კვირას ჩრდილოეთ ამერიკაში $100-125 მილიონიან შემოსავალს ნახავს. აღსანიშნავია, რომ, ჰოლივუდში სცენარისტებისა და მსახიობების გაფიცვის შემდეგ, მომღერლის დოკუმენტური ფილმი კინოთეატრისთვის მთავარი საშუალებაა, მომხმარებლები კვლავ მოიზიდონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები