მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეიმურაზ ხომერიკმა პოლონეთში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

თეიმურაზ ხომერიკი
18.09.24 14:24
772
სტატიაში საუბარია:

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა თეიმურაზ ხომერიკმა პოლონეთის ქალაქ კარპაჩში გამართულ 33-ე ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე სიტყვით გამოსვლისას თეიმურაზ ხომერიკმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის ძალისხმევაზე, ქვეყანაში ინოვაციური სისტემების დანერგვის საქმეში. მან ისაუბრა ციფრული ლარისა და მყისიერი გადახდების სისტემის პროექტებზე, რომელთა მიზანია არა მხოლოდ მოქნილი საგადახდო ინფრასტრუქტურის შექმნა, არამედ ინოვაციური ფინანსური პროდუქტების განვითარების ხელშეწყობა, ფინანსური რესურსების პროგრამირებადი მართვა და ბიზნესს ოპერაციების განხორციელება ჭკვიანი კონტრაქტებით.

პანელურ დისკუსიაში „ევროპა ნაღდი ანგარიშსწორების გარეშე“ გამოსვლისას თეიმურაზ ხომერიკმა აღნიშნა, რომ საქართველოში ციფრული გადახდების ინფრასტრუქტურა კარგად არის განვითარებული. მისივე თქმით, უნაღდო ანგარიშსწორების გამოყენება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

„ციფრული გადახდის სისტემები უკიდურესად პერსპექტიულია, მათი დანერგვა ხელს შეუწყობს ინოვაციური ბიზნეს მოდელების შემუშავებას საზოგადოების საკეთილდღეოდ, გაზრდის ფინანსური შუამავლობის ეფექტურობას, დაეხმარება ახალი ფინანსური პროდუქტების დანერგვას და უზრუნველყოფს მოსახლეობის ფინანსური ჩართულობას“, - განაცხადა თეიმურაზ ხომერიკმა.

კარპაჩის ეკონომიკური ფორუმი არის უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. უკვე 33 წელია, ფორუმი წარმოადგენს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი აზრის გაცვლის პლატფორმას მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის მონაწილეებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები