მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეირანის საფონდო ბირჟა დაიხურა

თეირანის საფონდო ბირჟა

პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო, თეირანის საფონდო ბირჟა გაურკვეველი ვადით დაიხურა.

ორშაბათის სავაჭრო სესია ირანის საფონდო ბირჟაზე სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა, რის შემდეგაც ხელმძღვანელობამ ის დახურა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ბირჟის დახურვის მიზეზი ქვეყანაში არსებული მდგომარეობაა, რაც პრეზიდენტის დაღუპვას უკავშირდება.

თეირანის საფონდო ბირჟაზე დაახლოებით 700-მდე კომპანიაა დალისტული, მათი ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი $1.5 ტრილიონს აღწევს. ირანში განთავსებული კომპანიების უდიდესი ნაწილი ნავთობთან, გაზთან და ბუნებრივ რესურსებთანაა დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები