მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თეირანმა აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უარყო

ირანის ომი

თეირანმა აშშ-სთან წინასწარი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ოფიციალურად უარყო. ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ესმაილ ბაყაიმ თეირანის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის პოსტით გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა. მისი განმარტებით, დოკუმენტის ძირითადი ნაწილის შეთანხმების მიუხედავად, პროცესი ამერიკული მხარის მიერ პოზიციების შეცვლამ შეაფერხა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმებაზე გუშინ ისაუბრა. ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ დადებული დოკუმენტი საბოლოოდ მიმდინარე შაბათ-კვირას, ევროპაში გაფორმდებოდა და მას ამერიკის მხრიდან ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მოაწერდა ხელს.

ცნობისთვის, გუშინ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო დარტყმების გაუქმდა. ამერიკელმა ლიდერმა ტექსტში აღნიშნა, რომ ირანის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, შესაბამისად, ხარგის კუნძულსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმის საჭიროება აღარ იდგა.

ცნობისთვის, ხარგის კუნძული ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარი ცენტრია. კუნძულიდან ქვეყნის ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90 პროცენტი გადის. ამ მოცულობის უდიდესი ნაწილი კი ჩინეთისა და აზიის სხვა ბაზრებისკენ მიემართება. სპარსეთის ყურეში მდებარე ეს სტრატეგიული ობიექტი მილსადენებს, საცავებსა და საზღვაო ტერმინალებს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები