ქართული აგრიტექ სტარტაპი TelAgri „სტარტაპების მსოფლიო თასის“ რეგიონული გამარჯვებული გახდა.
„საქართველოს სტარტაპ სამიტი“ და „სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრება“, 20-21 აგვისტოს, ბათუმში გაიმართა. ღონისძიებაზე აჭარის დედაქალაქმა მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ვენჩურული და ანგელოზი ინვესტორები, სტარტაპერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები გააერთიანა.
“სტარტაპების მსოფლიო თასის” შეჯიბრებაში თორმეტი ქართული სტარტაპი მონაწილეობდა, მათ შორის, TelAgri, რომელმაც სილიკონ ველის საგზური მოიპოვა. ეროვნული შეჯიბრების გამარჯვებული სტარტაპის დამფუძნებლები ოქტომბერში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან, სადაც "სტარტაპების მსოფლიო თასზე” საქართველოს წარადგენენ. კომპანია შეხვედრებს გამართავს გლობალური კორპორაციების ხელმძღვანელებთან და $1-მილიონიანი ინვესტიციისთვის იბრძოლებს.
ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, TelAgri-ის მოქმედების არეალი საქართველოსთვის კარგად ნაცნობი სექტორი - სოფლის მეურნეობაა. ბოლო წლებში სექტორის განვითარების მიუხედავად ცოდნისა და ტექნოლოგიებზე წვდომის კუთხით გამოწვევებია. სწორედ ცოდნისა და გამოცდილების ფერმერებამდე მიტანას ემსახურება TelAgri, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ფერმერებს და აგრონომებთან აკავშირებს. კონსულტაცია ონლაინრეჟიმში ხორციელდება და ფერმერი ყველა საჭირო რჩევას იღებენ.
აღსანიშნავია, რომ “სტარტაპების მსოფლიო თასის” ერთ-ერთი ორგანიზატორი სილიკონის ველზე დაფუძნებული ვენჩურული ფონდი, Pegasus Tech Ventures-ია.