მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელარა გელანტიას სოლიდარობის ნიშნად, სამმა ტელევიზიამ მთავრობის სხდომას პროტესტი გამოუცხადა

6336ecefd79e6
BM.GE
30.09.22 17:20
969
BMGtv-ის ჟურნალისტის და ბიზნესპორტალ bm.ge-ის მთავარი რედაქტორის, ჟურნალისტ თელარა გელანტიას სოლიდარობის ნიშნად “tv პირველის" "მთავარმა არხის", "ფორმულას" გადამღებმა ჯგუფმა მთავრობის დღევანდელი სხდომის გაშუქებაზე უარი განაცხადეს და მთავრობის ადმინისტრაციაში არ შევიდნენ. 

როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, მათ მთავრობის პრესსამსახურისგან მოითხოვეს განმარტება, რატომ არ ეძლევა თელარა გელანტიას მთავრობის სხდომის გაშუქების უფლება, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს.

საქმე ის არის, რომ დღეს, 14:00 საათზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც Bm.ge-ის მთავარ რედაქტორი უკვე მესამედ არ დაუშვეს.

მთავრობის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ნინო ცხადაძემ „ბიზნეს მედია საქართველოს“ (BMG) დირექტორ თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას ნაცვლად, მთავრობის სხდომის გასაშუქებლად BMGtv-სხვა ჟურნალისტის გაგზავნა შესთავაზა, თუმცა BMG-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სხვა ჟურნალისტი არ გაიგზავნა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 12 სექტემბერს თელარა გელანტიას არ მიეცა შესაძლებლობა, დასწრებოდა მთავრობის სხდომას, დაესვა საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვები და შეესრულებინა მისი პროფესიული მოვალეობა.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს თელარა გელანტიას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული ფაქტის დადგენის საქმეზე. ჟურნალისტმა 2022 წლის 15 სექტემბერს IDFI-ს წარმომადგენლობით საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები