მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თელასი" კრწანისის რაიონში 50-მეგავატიან ახალ ქვესადგურს აშენებს

თელასი

"თელასი" კრწანისის რაიონში 50-მეგავატიან ახალ ქვესადგურს აშენებს. როგორც კომპანია იტყობინება, ახალი მაღალი ძაბვის ქვესადგური „კრწანისის“ მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობას სს „ინტერ რაოს“ ცენტრალური აზიისა და ამიერკავკასიის აქტივების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ვოლკოვი და სს „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი გაეცნენ.

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 28 ივნისის No32/8 გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და დედაქალაქის ცენტრალური რაიონების არსებული ქსელის გაფართოების მიზნით, სს „თელასს“ თბილისის კრწანისის რაიონში ქვესადგურის მშენებლობა დაევალა.

ქვესადგურისა და 35 კილოვოლტიანი საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა სს „თელასის“ 2024-2029 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატს შეადგენს. ამჟამად ქვესადგურში მიმდინარეობს შენობა-ნაგებობების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების მონტაჟის სამუშაოები, მათ შორის ორი 25 მეგავატი სიმძლავრის ძალოვანი ტრანსფორმატორის. პარალელურად შენდება 35-კილოვოლტიანი საკაბელო ხაზი. ქვესადგურის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალშია დაგეგმილი.

ახალი 35/10 კვ ძაბვის ქვესადგური “კრწანისი“ ელექტროენერგიით უზრუნველყოფს დედაქალაქის ისეთ ცენტრალურ და სწრაფად განვითარებად რაიონებს, როგორიცაა ორთაჭალა და კრწანისი, და ასევე გააუმჯობესებს ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრებს ორთაჭალა-კრწანისი-ტაბახმელას კვანძში", - წერია "თელასის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები