მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის ₾31 მლნ დაიხარჯება - სამინისტრო

634465c0da49b
BM.GE
10.10.22 22:40
637
თელავის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის ₾31 მილიონი დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, თელავში მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 31 მილიონი ლარია.

"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ქალაქ თელავის უწყვეტი წყალმომარაგებისათვის ორ პროექტს ახორციელებს.  უკვე შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და კონტრაქტორი კომპანიისგან პროექტით დაგეგმილ შემდგომ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინეს, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა.

თელავში, არსებული წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდვით მიეწოდება. გამართული წყალმომარაგებისა და წყლის დებიტის გაზრდისთვის, ორი პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

ამ დროისთვის, უკვე დასრულდა თელავში ,,წიწმატიანის’’ პროექტით გათვალისწინებული 11 კმ-იანი მაგისტრალიდან 9 კმ-ის მოწყობა, დარჩენილი 2 კმ-ის მოწყობა წლის ბოლოს დასრულდება. ქალაქის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, დამატებით, მიმდინარეობს ახალი სისტემების მშენებლობა, რომლის დასრულება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება. პროექტის შედეგად თელავის წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავათელავში მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 31 მილიონი ლარია", - ნათქვამია ინფორმავიაში. 

სამუშაოები საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები