მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თელავის ღვინის მარანი” IWSC-ის კონკურსის მოკლე სიაში მოხვდა

თელავის ღვინის მარანი

ქართული მეღვინეობა “თელავის ღვინის მარანი” IWSC-ის მიერ ორგანიზებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო შეჯიბრებაში, წითელი ღვინის მწარმოებელთა კატეგორიის მოკლე სიაში მოხვდა. ქართულ კომპანიასთან ერთად, ამ პრესტიჟული ჯილდოსთვის კიდევ ექვსი მეღვინეობა იბრძვის, რომელთაგან ორი სამხრეთ აფრიკიდანაა, ხოლო დანარჩენები ახალ ზელანდიას, არგენტინას, იტალიასა და ავსტრალიას წარმოადგენენ.

როგორც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო შეჯიბრების ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, გამარჯვებულ კომპანიას სპეციალურად მოწვეული ჟიური აირჩევს, რომელიც, ამ პროცესში, კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და 2023 წელს მათ მიერ მიღებულ ჯილდოებს დაეყრდნობა. გამარჯვებული კომპანიები კი, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოცხადდება.

წითელი ღვინის მწარმოებელი კომპანიების გარდა, IWSC-ის კონკურსში კიდევ რამდენიმე კატეგორიას ვხვდებით, ესენია - დავარგებული ღვინო, მწვანე ინიციატივის გათვალისწინებით შექმნილი ღვინო, ტკბილი ღვინო, ცქრიალა ღვინო და თეთრი ღვინო, მაგრამ “თელავის ღვინის მარანი” ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ჩამონათვალში მოხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები