თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური მიმართულებისთვის 754 400 ლარია გათვალისწინებული. მერიის სოციალური განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია იმერლიშვილის განმარტებით, აღნიშნული თანხით მრავალშვილიანი და ახალშობილი ბავშვების ოჯახების დახმარების, სათბობი შეშით უზრუნველყოფის, ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი დაფარვისა და სხვა სახის პროგრამები დაფინანსდება. მერიის სოციალური განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია იმერლიშვილის ინფორმაციით, სოციალური პროგრამებით სარგებლობის მიზნით მოქალაქეებმა მერიაში განცხადება და საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ. ამ ეტაპზე თელავის მერიის სოციალური მომსახურების განყოფილებას 522 ბენეფიციარი ჰყავს.
https://knews.ge/?p=37053.


































