მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავში რთველი 2023-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

რთველის შტაბი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თელავში "რთველი 2023"-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.

"ყველა წინაპირობა შექმნილია, რომ რთველი ჩატარდეს წარმატებულად. ჩვენ ვეხმარებით მათ როგორც სუბსიდირების, ისე დაზღვევის თანადაფინანსების კუთხით, რომელიც მიმდინარე წელს 50%-დან 70%-მდე გაიზარდა", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველი 2023-ის ფარგლებში, სახელმწიფო რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას განახორციელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, 25 ათასამდე მევენახე ფერმერს და 500-მდე ღვინის მწარმოებელს საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისთვის 20 თეთრს.

"მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმო მზად არის მევენახეებისგან მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნება მოთხოვნა და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს.

მიმდინარე წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200 ათასი ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავებაში, წელს, 500-მდე ღვინის საწარმო იქნება ჩართული. მოწეული ყურძნის ჩაბარება განხორციელდება ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მევენახეობის კადასტრის ამონაწერის საფუძველზე", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები