ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ხელშეკრულება, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ითვალისწინებს საჯაროა. თითოეული კონტრაქტის მიზნების, ღირებულების და მოქმედების ვადების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.
აღნიშნული სისტემის მიხედვით, ტელეკომპანია “ფორმულამ” გააფორმა კონტრაქტი ამერიკულ საკომუნიკაციო/ლობისტურ ფირმა Cornerstone Government Affairs-თან.
კონტრაქტის თანახმად ხელშეკრულების საგანს საქართველოში სიტყვის და მედიათავისუფლების ადვოკატირება წარმოადგენს. ამასთან, კონტრაქტის მიხედვით, Cornerstone Government Affairs-ი იმუშავებს რათა აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში გაიზარდოს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ცნობადობა.
ხელშეკრულება 12 თვის ხანგრძლივობის იქნება, მის ფარგლებში გადახდა 4-ჯერ 105,000 დოლარის ოდენობით მოხდება (ჯამში 415,000 დოლარი).