მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი "იმედიდან" წასვლის მიზეზს განმარტავს

ეკა ამირეჯიბი

ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი "იმედიდან" წასვლის მიზეზს განმარტავს. ტელეწამყვანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ.

"მადლობა ტელეკომპანია "იმედს" მოცემული შესაძლებლობებისთვის - ბევრი იყო ასეთი, ამიტომ მ ა დ ლ ო ბ ა! თუმცა მიმდინარე ყოველდღიური მძიმე მოვლენების ფონზე, რამდენიმეკვირიანი ორმხრივი მცდელობის მიუხედავად, ვთვლი, რომ ჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში.

მოცემულ ეტაპზე ვერ ვხედავ საკუთარ თავს ვერცერთ არხზე, ამიტომ ასე დასრულდა ეს ამბავი აქ და ახლა...

აქვე, მინდა გამოვრიცხო ყველანაირი შესაძლო არასწორი, თუ პრიმიტიული ინტერპრეტაცია. მიუღებელია! ნებისმიერი მხრიდან! ყველა ტიპის რადიკალური, ძალადობრივი, ისტერიული, ერთმანეთის უმოწყალო, უპირობო "გასამართლება-გამათრახებაზე" აგებული კამპანიები ყველგან, მათ შორის, სოციალურ ქსელში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც ქუჩებში ხდება ბოლო დღეებია.

ჩვენი ემოციურობა, რაოდენ გულწრფელი პატრიოტული მოტივებიც არ უნდა იდგეს ამის უკან, არც ერთ მხარეს არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ასეთ დროს გვესმოდეს მნიშვნელობა ყოველი სიტყვის, რომელიც კიდევ უფრო ძაბავს და აპირისპირებს ადამიანებს...

და ბოლოს, როცა გადაწყვეტილებას გააზრებულად იღებ, შეფასებებს გარედან აღარ ელი, ამიტომ უბრალოდ გიზიარებთ ამ ინფორმაციას და აქვე უდიდეს მადლობას ვუხდი მაყურებელს. მომიწევს, გავიხსენო საერთოდ რა ხდებოდა თქვენამდე და უთქვენოდ", - წერს ეკა ამირეჯიბი.

"იმედიდან" წასვლის შესახებ ინფორმაცია BMG-ის ტელეწამყვანმა ნათია ორველაშვილმაც დაუდასტურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები