მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემქის ხევში პარკის მშენებლობისას, უკანონო ნაგებობების დემონტაჟი მოხდება - მაია ბითაძე

5e68b3a81aed1
ვიქტორია მღებრიშვილი
11.03.20 22:10
1541
იმ შემთხვევაში თუ მყარი ნაგებობა იქნება აშენებული, ბუნებრივია მოხდება დემონტაჟი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა მაია ბითაძემ bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თემქის ხევში პარკის მშენებლობის პერიოდში იქ არსებული ნაგებობის საკითხს შეეხებოდა.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, თემქის ხევის 22-23 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მშენებლობა საწყის ეტაპზეა.

„თემქის ხევის პარკი გაშენდება დაახლოებით 22-23 ჰა ტერიტორიაზე, რომელიც მთლიანად მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. არც ერთი სანტიმეტრი არ მდებარეობს კერძო საკუთრებაში და ვფიქრობთ, რომ ამ საქალაქო პარკის მშენებელობის შემდგომ ამ არეალს ძალიან დიდი რეკრეაციული სივრცე შეემატება, რომელიც 40 000 მოსახლეს მოემსახურება, თუმცა ჩვენი ამბიციაა, რომ ეს საქალაქო მნიშვნელობის პარკი გახდეს და იქ შევქმნათ ისეთი მიზიდულობის წერტილები, რომელიც მიიზიდავს თბილისის სხვა უბნებში მცხოვრებლებს და ასევე ტურისტებს“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები