ელექტრონული კომერციის კომპანია PDD Holdings-ის დამფუძნებელი, კოლინ ჰუანგი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა.
როგორც bloomberg-ის ასევე Forbes-ის მონაცემებით, ჰუნგმა ლიდერობა Nongfu Spring-ის დამფუძნებელ ჭონგ შანშანს ჩამოართვა და ჩინეთში მილიარდერების რეიტინგის სათავეში აღმოჩნდა.
bloomberg-ის მონაცემებით ჰუანგი $48.6 მლრდ-ს ფლობს, ხოლო Forbes-ის მონაცემებით მისი ქონება $48.8 მლრდ-ია.
44 წლის ჰუანგმა PDD Holdings-ის თავმჯდომარის პოსტი 2021 წელს დატოვა. თუმცა მისი სიმდიდრე კომპანიაში წილის საშუალებით პოსტის დატოვების შემდეგაც გაიზარდა.
PDD Holdings-ი ელექტრონული კომერციის კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს, ძირითადად, მისი დაბალი ფასებით იზიდავს. კომპანიის აქციები Nasdaq-ზეა დალისტული. PDD Holdings-ი 2015 წელს დაარსდა და ბოლო მონაცემებით, მისი ღირებულება $185 მილიარდს აღწევს.
Temu-ს მშობელი კომპანიაა PDD, რომელიც ადრე ცნობილი იყო სახელწოდებით Pinduoduo. თავის მხრივ, PDD ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, დაახლოებით 900 მილიონი მომხმარებლით. თავის დროზე, კომპანიამ სახელი გაითქვა ე.წ. ჯგუფური შესყიდვის ბიზნეს მოდელით, რაც ხალხს საშუალებას აძლევდა ფული დაეზოგათ.