მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია „მთის" წყლის ქარხნის აშენებას გეგმავს

63c56afc6b073
თელარა გელანტია
16.01.23 23:55
4097

თემურ ჭყონია „მთის" წყლის ქარხნის აშენებას გეგმავს. როგორც ბიზნესმენმა BMG-ის განუცხადა, წყლის საწარმო ნატახტარში, Coca-Cola bottlers Georgia-ს ქარხნის ახლოს აშენდება.

ბიზნესმენის თქმით, საჭირო ტერიტორია უკვე შეიძინეს.

„მთის" წყლის გაყიდვები იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე ველოდით, ამიტომ ახალი ქარხნის აშენება გადავწყვიტეთ. ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ იმ ქვეყნებიდანაც, სადაც ექსპორტს ვახორციელებთ - ვგულისხმობ აზერბაიჯანს. ასევე, შარშან მცირე რაოდენობით "მთის წყალი“ ყაზახეთშიც გავიტანეთ და წელს კიდევ უფრო მეტს გავყიდით. სხვათა შორის, მარტიდან ყაზახეთში ჩაის და წვენების ექსპორტსაც დავიწყებთ“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

რაც შეეხება ინვესტიციას, „მთის" წყლის ახალი ქარხნისთვის საჭირო თანხის მოცულობას არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ 2023 წელს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ 70 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს.

„2023 წელს ძირითადი ინვესტირება საწარმოო ხაზის გაძლიერებასა და ტექნოლოგიების განვითარებაში მოხდება. წელს, გაზიანი სასმელების ჩამოსახმელად კიდევ ერთ საწარმოო ხაზს დავამატებთ, რითაც საათში 35 000 ბოთლის ჩამოსხმას შევძლებთ; ახლა ეს მაჩვენებელი 20-22 ათასია“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

თემურ ჭყონია: „კოკა-კოლამ“ ბიუჯეტში ₾100 მლნ შეიტანა, „მაკდონალდსმა“ - ₾25 მლნ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები