Tencent მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-ს უმსხვილესი აქციონერი გახდა - ამის შესახებ ინფორმაციას Kaspi.kz ავრცელებს.
"Kaspi.kz დღეს აცხადებს, რომ Tencent-მა, Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მიხეილ ლომთაძემ, მმართველი გუნდის საკვანძო წევრებმა და გრძელვადიანმა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა Baring Fintech Venture Funds-ისგან Kaspi.kz-ის დაახლოებით 6 მილიონი ამერიკული დეპოზიტარული აქციის შესყიდვა დაასრულეს.
მიხეილ ლომთაძე ჩინეთის უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის Kaspi.kz-ის უმსხვილეს აქციონერებთან შეერთებას მიესალმება და გრძელვადიან აქციონერთა შორის სხვა კომპანიებისაც მიესალმება.
„Tencent ჩინეთის უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია, სუპერაპლიკაციის ბიზნესმოდელის პიონერი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მობილური აპლიკაციის - WeChat-ის შემქმნელია, რომლითაც 1.3 მილიარდზე მეტი ადამიანი სარგებლობს. Kaspi.kz-ის უმსხვილეს აქციონერთა შორის Tencent-ს სიხარულით მივესალმებით!
ჩემი ინვესტიცია, ჩვენი მმართველი გუნდის საკვანძო წევრების ინვესტიციებთან ერთად, ჩვენი კომპანიის ბიზნესმოდელისა და გრძელვადიანი სტრატეგიის მიმართ მტკიცე რწმენას ასახავს.
ასევე, გრძელვადიან აქციონერთა შორის მივესალმებით Spice Expeditions-ს, რომელიც ფინტექის სფეროში საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიაა და აშშ-ის საუნივერსიტეტო საინვესტიციო ფონდებს — Washington University-სა და WISIMCO / University of Wisconsin Foundation-ს“ - აცხადებს მიხეილ ლომთაძე.
Kaspi.kz-ის მისია ინოვაციური მობილური პროდუქტებისა და სერვისების განვითარების გზით ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაა.
Kaspi.kz ორმხრივი Super App მოდელით ოპერირებს, რომელიც ყაზახეთსა და თურქეთში 25 მილიონზე მეტ მომხმარებელს და 900,000-ზე მეტ პარტნიორს ემსახურება. ყაზახეთში მისი სუპერაპლიკაცია ერთიანად მოიცავს: გადახდებს; ელექტრონულ კომერციას (e-commerce); პროდუქტების ონლაინ შეკვეთას (e-grocery); ფინტექ სერვისებს; მოგზაურობას; განცხადებებსა და სახელმწიფო სერვისებს.
Kaspi.kz 2024 წლის იანვრიდან Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზეა დალისტული.




























