VR Holding-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ფაშალიშვილი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ უცხოელი ინვესტორების მზარდ ინტერესზე საუბრობს.
თბილისი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტორებს მასპინძლობს - ფორუმს კომპანია "ინვესტ ჯორჯია" საქართველოში უკვე მესამედ ატარებს. ღონისძიებას ინვესტორები, საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები, უძრავი ქონების სპეციალისტები და ქართული დეველოპერული კომპანიები ესწრებიან.
"Invest in Georgia-სთან დაფუძნების დღიდან ვთანამშრომლობთ, საკმაოდ სტაბილურად და პროგრესულად. დღეს ვართ წარმოდგენილი ორი მიმდინარე პროექტით. ერთი პროექტი არის შეკვეთილის ტერიტორიაზე - VR Forest Beach by Paragraph და მეორე, ყველაზე ცნობილი, კრწანისის ტერიტორიაზე - „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“.
ტენდენცია და ის მიმზიდველობა, რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით ინტერესდებიან, საკმაოდ გაზრდილია. სტატისტიკასაც და გაყიდვების შედეგებსაც ეხება. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს შედეგებს, შეიძლება აღინიშნოს, რომ წილი საგრძნობლად გაიზარდა, დაინტერესება უფრო მეტად, ანუ უფრო მეტად ფიქრობენ და კითხულობენ, აი რა სახის პროდუქტზე არის საუბარი, რამდენად შეესაბამება ჩვენი პროდუქტი და ხარისხი მათ სამიზნე აუდიტორიას, ვისთანაც ეს საბროკერო კომპანიები და ეს ინვესტორები მუშაობენ",- აღნიშნა მან BMG-სთან.
რაც შეეხება მოლოდინებს და ფასებს, ბექა ფაშალიშვილის თქმით, პრემიალური მიმართულებით მოთხოვნის ზრდის გაგრძელებას ელის.
"მოთხოვნას ვხედავთ, რომ ძალიან გაიზარდა, მით უმეტეს პრემიალური ხარისხის პროდუქტზე, უძრავი ქონების მიმართულებით და ვფიქრობ, რომ წელსაც იქნება დიდი პროგრესი ამ მხრივ. ჩვენს შემთხვევაში, ყოველი 30%-იანი მშენებლობის და გაყიდვების შემთხვევაში, ჩვენთან ფასები დაახლოებით 10-15%-ით იზრდება. აქედან გამომდინარე, ჩვენს პროექტებში ინვესტორები იმიტომაც ინტერესდებიან, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ მათი აქტივი, რომელიც მანამდე შეიძინეს, უკვე 30-35%-ით გაძვირებულია. იმიტომ, რომ ეს მოთხოვნაზეც მეტყველებს, იმ ხარისხზეც და იმ პროექტებზეც, რა კონცეფციასაც ჩვენ ვქმნით ბაზარზე",- ამბობს VR Holding-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.




























