საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში მიმდინარე კვირაში დასრულებული მისიის დასკვნითი განაცხადში საბანკო სექტორში არსებულ საყურადღებო საკითხებზე მიუთითებს. IMF აღნიშნავს, რომ ქართული საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზებული და მომგებიანია, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებული პოლიტიკური გაურკვევლობა საფინანსო სექტორზეც აისახა. კერძოდ, სავალუტო ფონდი მიუთითებს, რომ პოლიტიკური გაურკვევლობის ზრდის ფონზე, დეპოზიტების დედოლარიზაციის ტენდენცია შეწყდა. IMF აღნიშნავს, რომ კომერციულმა ბანკებმა, განსაკუთრებით პატარა ბანკებმა ლარზე ხელმისაწვდომობის წნეხი განიცადეს, დაფინანსების ღირებულება გაიზარდა, რაც შესაძლოა, მათ მომგებიანობაზე აისახოს. რა გავლენას ახდენს პოლიტიკური არასტაბილურობა საბანკო სექტორზე, მათ შორის შენელებული დაკრედიტების ტემპის გათვალისწინებით და როგორია მოლოდინები?


































