ტურიზმზე და სასტუმრო ბიზნესში მიმდინარე ტენდენციებზე ვისაუბრეთ გადაცემის ამ ნაწილში. წელს საქართველოში ევროპელი ტურისტების ნაკლებობაა, მნიშვნელოვანი გამოწვევა შეიძლება გახდეს ტურიზმის სექტორისთვის ისრაელ-პალესტინის ომიც. ისრაელელი ტურისტების კონტრიბუცია მნიშვნელოვანია საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებში, რომელიც პანდემიური 2020 წლის გამოკლებით, ძირითადად, მზარდია; წელს ექვს თვეში, ისრაელიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა საქართველოში 148 მლნ დოლარი დახარჯეს. ბოლო 5.5 წელიწადში კი - მილიარდ დოლარამდე. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი საქართველოში ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმდა. რა პროგნოზების გაკეთება შეიძლება ამ დროისთვის, როგორია სასტუმროების დატვირთულობა და როგორი მოლოდინი უნდა გვქონდეს ზამთრის ტურისტული სეზონისთვის?
სტუმარი: ირაკლი ჭიღლაძე - "კა გრუპის" დირექტორი;