მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტენდენციები საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე

ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გავლენა აქვს უძრავი ქონების ბაზარზე, თუმცა წლიურ ჭრილში დინამიკა საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მაინც დადებითია.

კოლიერს ჯორჯიას მიერ საცხოვრებელი უძრავი ქონები ბაზრის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 41,284 ერთეული შეადგინა და წინა წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 12%-ით, 2.8 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი.

თბილისისგან განსხვავებით კლება ბათუმის ბაზარზე. გასულ წელს ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 15,034 ერთეული შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

რა შედეგებით დაიხურა წელი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე და როგორი ტენდენციებია წლის დასაწყისისთვის?

სტუმარი: ლეო ჩიქავა - "ქოლიერს ჯორჯიას" კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები