„ამ ტენდერთან არანაირი კავშირი „იბერია ბიზნეს ჯგუფს“ ან მასში შემავალ კომაპანიებს არ აქვს“ - ეს განმარტება BMG-სთან ინტერვიუში ბიზნესმენმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გააკეთა. საქმე ეხება მეტროში კაბელების რეაბილიტაციის ტენდერს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. ესაა აზიის განვითარების ფონდის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი, სადაც ტენდერში თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა. ნაციონალური მოზრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით კი თბილისში მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ის კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც მაღალი ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. მისივე ცნობით, მაღალი ძაბვის კაბელებთან მუშაობენ ყოფილი ფეხბურთელები, მაგალითად, გიორგი ნემსაძე, ან ტარიელ ხეჩიკაშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები.
ტარიელ ხეჩიკაშვილი - "იბერია ბიზნეს ჯგუფის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი