მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტენდერებში შრომის უსაფრთხოებისთვის საჭირო ხარჯებიც უნდა იყოს გათვალისწინებული - "ანაგი"

6046524d884b4
სალომე მეცხვარიშვილი
08.03.21 23:18
984
სახელმწიფო ტენდერებში შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო ხარჯებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია “ანაგის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.

მისი თქმით, ერთი მხრივ, თანამედროვე სტანდარტები კარგია, თუმცა, მეორე მხრივ, ეს ყველაფერი ფასზეც აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ მშენებლობა საქართველოში ისეთივე ძვირი შეიძლება ღირდეს, როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, რაც სახელმწიფომ ტენდერების გამოცხადებისას უნდა გაითვალისწინოს.

“შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები მშენებლობის ღირებულებას ზრდის. დღეს ჩვენთან არსებული უსაფრთხოების ნორმები საერთაშორისო სტანდარტებს სავსებით შეესაბამება და ევროპაში არსებული მშენებლობის ნორმებს, რაც მისასალმებელია, თუმცა, აქვე უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნორმები ზრდის მშენებლობის ღირებულებას.

კარგია, რომ ყველაფრის შემოწმება ხდება, თუმცა, ამ მოთხოვნების შესრულებას სჭირდება გარკვეული რესურსი. ამიტომ მაშინ, როცა ფასწარმოქმნა ხდება და დგინდება შენობის ღირებულება, იქ უნდა იყოს გათვალისწინებული ეს ხარჯები, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვისას სახელმწიფოს მიერ შეძენილი ქონება უფრო ძვირი იქნება, ვიდრე წარსულში იყო", - განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები