მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თენგიზ ცერცვაძე: ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში

5fabf68e9bb07
ინგა მურუსიძე
11.11.20 18:43
700
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ შეფერხებების და პრობლემების მიუხედავად, სიტუაცია მართვადია. მისივე თქმით, "საქართველოს საყვედური არ ეკუთვნის, რადგან ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ჯანდაცვის მწირი რესურსი აქვს, თუმცა სიტუაციის მართვას მაინც ახერხებს.

„მუდმივად გესმით თქვენც, რომ მოსახლეობა წუხს, სოციალურ ქსელში ქვეყნდება ინფორმაცია, რომ სამედიცინო სამსახური ისე გამართულად ვერ ემსახურება მოქალაქეებს, როგორც გაზაფხულსა და ზაფხულში, ონლაინ კლინიკები და ოჯახის ექიმები პაციენტებს დაგვიანებით ემსახურებიან, გვიანდება ჰოსპიტალიზაცია და ა.შ. მაგრამ მერწმუნეთ, ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში“, - განაცხადა თენგის ცერცვაძემ მედიასთან.

მისივე თქმით, საქართველოში სიტუაცია ასეთი გადატვირთვის პირობებში ბევრად გამართულია, ვიდრე - ევროპის ქვეყნებში.

თენგიზ ცერცვაძე ირწმუნება, რომ უცხოელი პარტნიორები აღფრთოვანებული არიან, რომ საქართველოში ასეთი შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში კოვიდის მართვას ევროპის წამყვან ქვეყნებზე უკეთესად ახერხებს.

„ჩვენთან შეიძლება მოხდეს შეფერხება რამდენიმე საათით, ერთი დღით, მაგრამ ევროპაში ასეთი შეფერხებები ჩვეულებრივი ამბავია. საერთოდ ვერ გადაყავდათ ადამიანები კლინიკებში, რადგან ვერ აუდიოდნენ მძიმე პაციენტების მიღებას“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები