მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"TEPCO-ს შემოსვლა იქნება სიგნალი სხვებისთვის, რომ საქართველოში ინვესტირება მომგებიანია"

5eb02a10020f5
ინგა მურუსიძე
04.05.20 22:10
3878
პანდემიის პერიოდში, როცა მსოფლიო ეკონომიკები რეცესიაშია, გიგანტმა იაპონურმა კომპანიამ საქართველოში ინვესტირება გადაწყვიტა, - ამის შესახებ კომპანია „ფერის“ ხელმძღვანელმა ლაშა იორდანიშვილმა BMG-ის გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ იაპონურმა ენერგოგიგანტმა TEPCO Renewable Power-მა კომპანია "ფერისგან" ყაზბეგში მდებარე "დარიალის" ჰიდროელეტქროსადგურის 31.4%-იანი წილი შეიძინა. კომპანიამ წილის შესყიდვის შესახებ განცხადება 28 აპრილს გაავრცელა. TEPCO-ს განცხადებაში მითითებულია, რომ 108 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური EBRD-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სადგური ფლობს ელექტროენერგიის სისტემის კომერციულ ოპერატორთან "ესკოსთან" გაფორმებულ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას, რომლის ხანგრძლივობაც 15 წლით არის განსაზღვრული. ამასთან, "დარიალის ჰესი" 510 მილიონი კილოვატ საათის წლიური გამომუშავებით, საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების 4%-ს აგენერირებს.

კომპანია "ფერის" ხელმძღვანელმა "საქმის კურსთან" ინტერვიუში გარიგების ღირებულების დასახელებისგან, კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით, თავი შეიკავა.

„TEPCO-ს შემოსვლა არ მოხდა ერთი კვირის ან უახლოეს წარსულში დაწყებული მოლაპარაკებით. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან და საელჩოებთან ერთად 3 წელი მუხლჩაუხრელად ვიშრომეთ, რომ ეს შედეგი მიგვეღო. TEPCO არის იაპონური გიგანტი, რომელიც აწარმოებს 17-ჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე მოიხმარს საქართველო და ის მთელი იაპონიის მესამედს ამარაგებს, მისი ოპერირების ქვეშ არის 170-მდე ჰიდროელექტროსადგური, თბოსადგური, ქარის სადგური და ა.შ. ცხადია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიულ სახელმწიფოს, ერთ-ერთმა გიგანტმა კომპანიამ იმ სიტუაციაში, როცა პანდემიის პერიოდში მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკები რეცესიის პერიოდშია და ცნობილი დიდი კოპანიები ამჯობინებენ თავიანთი აქციების გასხვისებას, ასეთ დროს ის იღებს გადაწყვეტილებას და საქართველოში ახორციელებს ინვესტიციას“, - განაცხადა იორდანიშვილმა და დასძინა, რომ TEPCO-შემოსვლა აუცილებლად იქნება სიგნალი სხვა კომპანიებისთვის, რომ საქართველოში ინვესტირება მომგებიანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები