წარმოიდგინეთ Nvidia-ს მომავალი ჯენსენ ჰუანგისა და მისი საფირმო ტყავის ქურთუკის გარეშე... როდესაც ტრილიონი იმპერიის სათავედან მიდის ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია ნულიდან ააშენა და AI-რევოლუცია დაიწყო, უოლ-სტრიტზე მხოლოდ ერთი კითხვა ისმის: რა ელის გიგანტს თავისი მთავარი არქიტექტორის გარეშე?
ისტორია გვიჩვენებს, რომ დამფუძნებელი CEO-ს წასვლა ნებისმიერი კორპორაციისთვის გადამწყვეტი გზაჯვარედინია: ზოგისთვის ეს ახალი ეპოქის დასაწყისი ხდება, ზოგისთვის კი სტრატეგიული ჩიხისა და ბიუროკრატიული დაღმასვლის ათვლის წერტილი. რა ხდება მაშინ, როდესაც დამფუძნებელი CEO-ები ტექნოლოგიურ გიგანტებს ტოვებენ?






























