ტექინსპექტირების ფასი გაიზრდება. როგორც ბაზრის მოთამაშეები აცხადებენ, ხარჯების დაფარვისთვის, ტარიფი პირველად ინსპექტირებაზე მინიმუმ 50%-ით უნდა გაიზარდოს. ტექინსპექტირების ცენტრების კავშირში ამბობენ, რომ 5 წლის წინ დაწესებული ტარიფით, მოქმედ კომპანიებს სერვისცენტრების გადაიარაღება და კადრების შენარჩუნება უჭირთ. ფასის ზრდაზე კი მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე დაწყებულია.
სტუმარი: გიორგი შიოლაშვილი - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი;