ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი მკაცრდება. მთავრობა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის ახალი ფუნქციის მინიჭებას გეგმავს, რომელსაც ინსპექტირების პროცესზე მონიტორინგის/კონტროლის უფლებამოსილება დაეკისრება. მათ შორის, სააგენტოს ინსპექტირების პროცესის ვიდეომონიტორინგის უფლებაც ექნება. საკანონმდებლო ცვლილება კონტროლის გასამკაცრებლად 10 პირისგან შექმნილი გუნდის დაკომპლექტებას და დარღვევებზე ცენტრებისთვის ჯარიმების ოდენობასაც განსაზღვრავს. კერძოდ, სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში ჯარიმა 5000 ლარი იქნება, მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2000 ლარი, უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში - ჯარიმა 500 ლარი იქნება. როგორ კონტროლდება დღეს ტექინსპექტირების ცენტრები, რატომ დადგა დღის წესრიგში კონტროლის გამკაცრება და რა იცვლება ტექინსპექტირების ცენტრებისთვის?
სტუმარი: გიორგი შიოლაშვილი - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე;