მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექინსპექტირებისას მოთხოვნები მკაცრდება

BM.GE
16.12.22 16:48
360
ავტომობილების ტექინსპექტირებაზე რეგულაციები მკაცრდება. 1 იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ხმაურის შემოწმების ვალდებულება ამოქმედდება. ასევე პირველი იანვრიდან ბენზინის ძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდება და გახდება 0.55% ძრავის უქმ სვლაზე. კიდევ ერთი ცვლილება ავტომობილების განმეორებით ტექინსპექტირებას ეხება, რომელიც ამ დრომდე უფასო იყო. 2023 წლის 1 თებერვლიდან კი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. რა შეიცვლება რეგულაციების გამკაცრებით?

სტუმარი: გიორგი შიოლაშვილი - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე;