მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექნიკით ვაჭრობის სექტორში გამოვლენილია კომპანია, რომელმაც მომხმარებლის უფლება დაარღვია - კონკურენციის სააგენტო

63ce863fe2981
BM.GE
23.01.23 17:10
533
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ტექნიკით ვაჭრობის სექტორში, მომხმარებლის უფლებების კანონის დარღვევის პირველი ფაქტი დაადასტურა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.

სააგენტოს ცნობით, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

"კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საქმე ეხება შპს „ნიუ ბოტის“ მხრიდან მომხმარებლის უფლებების დარღვევას. მას დაევალა ჩადენილის გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება. აღსანიშნავია, რომ შპს „ნიუ ბოტი“ ტექნიკის გამყიდველი ონლაინ-კომპანიაა.

ინფორმაციისთვის: 2022 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის საქმეზე სულ შესულია - 110 განაცხადი. საქმის შესწავლა 60 ქეისზე დაწყებულია. მომხმარებლის სასარგებლოდ გაფორმდა 11 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები