საქართველოს რკინიგზა ბათუმი-თბილისის რეისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ძვირფასო მგზავრებო! მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, შეფერხდა ბათუმი-თბილისის რეისი.
საქართველოს რკინიგზის ტექნიკური ბრიგადა უკვე მუშაობს და უმოკლეს პერიოდში (მაქსიმუმ 30 წუთში) ვიმედოვნებთ მოძრაობის განახლებას", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.