ევროკომისიის პრესსპიკერი მარკუს ლამერტმა განმარტა, რომ 11 ივნისს საქართველოსთან დაგეგმილი ტექნიკური ხასიათისაა და დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის ამოქმედებული უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესის ნაწილია. ამის შესახებ მან "ევროსკოპის“ კითხვის პასუხად განაცხადა.
„2026 წლის მარტში, საწყისი 12 თვის ვადით კომისიამ შეუჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დიპლომატიურ, სამსახურებრივ და ოფიციალურ პასპორტებს ფლობენ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც წევრი სახელმწიფოები ამ საკითხზე შეთანხმდნენ.
როდესაც უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ჩერდება კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც ჩვენ „გაძლიერებულ დიალოგს“ ვუწოდებთ. ამის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც შეჩერება გამოიწვია. სწორედ ამ კონტექსტში, 11 ივნისს გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრა სწორედ ამ საკითხს ეხება.
შეგახსენებთ, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება, მათ შორის, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს. ეს ქმედებები შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან და აფერხებს ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა სახის კავშირების სტაბილურ განვითარებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის.
ეს არის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცესისა და კონტექსტის ფარგლებში იმართება", - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 ივნისს ჩანიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვებს პარლამენტში პრესკონფერენციის დროს შალვა პაპუაშვილმაც უპასუხა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას, როგორც მარწყვს, ისე წარმოადგენს და გვთავაზობს, სუვერენიტეტი მარწყვზე გავცვალოთ, თუმცა შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. მათ აღნიშნა, რომ ტექნიკური ხასიათის შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯგუფი დაესრება.




























