მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქალაქის რეკრეაციულ სივრცეებზე პროექტები მოამზადეს

BM.GE
17.07.23 09:53
255
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა ქალაქის რეკრეაციული სივრცეების სწორად ასათვისებლად, პროექტები შექმნეს, რომლებიც მწვანე ადგილებს არსებულ ბუნებრიობას უნარჩუნებს და ამასთან სივრცეს ქალაქის შესაბამისად ავითარებს. პროექტში მონაწილეობა არქიტექტურის სტუდენტების ჯგუფმა მიიღო და ნამუშევრებზე ისინი 1 სემესტრის მანძილზე მუშაობდნენ. არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორს, სურს, რომ პროექტები თბილისის მერიას და საკრებულოს წარუდგინოს, რათა რეკრეაციული სივრცეების ათვისება, სწორი გეგმარებით მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები