მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში - კომპანია SST-ის და "აგრარულ უნივერსიტეტის" ახალი პროგრამა

6497fc2d02482
თინათინ ნატმელაძე
25.06.23 13:47
1125
სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედმა კომპანია SST-მ "აგრარულ უნივერსიტეტში" სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების დანერგვის პროგრამა დაიწყო. საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობის საჭიროებებზე კომპანია Cvig agro-ს მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ერაძემ BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა. 

"როდესაც დავინახეთ როგორი დეფიციტია კადრების და განსაკუთრებით ისეთი კადრების, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებში მიღებულ ცოდნას აგრო მიმართულებაში გადმოიტანენ, გადავწყვიტეთ, რომ საჭიროა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა", - აღნიშნა Cvig Agro-ს მმართველი პარტნიორმა. მისივე ინფორმაციით, პროგრამა მუხრანში, აგრარული უნივერსიტეტის ვაზის სანერგე მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით იწყება, რადგან ამ ადგილს, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება აკლდა.

"პროექტს ორი მიმართულება აქვს - ერთი ეს არის კომერციული, რომ სანერგე მეურნეობა იყოს ტექნოლოგიურად გამართული, აგრონომებმა მიიღონ ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილებები და მეორეა ის, რომ ახალგაზრდებს, სტუდენტებს უფრო მეტი და ახლო შეხება ჰქონდეთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან.

ეს არის გრძელვადიანი პროექტი, წლები დასჭირდება ამის სწავლას, თუმცა საერთო ჯამში, ისინი მაღალი დონის პროფესიონალები იქნებიან, რაც პირველ რიგში მათთვის იქნება კარგი, იმიტომ რომ მაღალ ანაზღაურებადია ეს პროფესია და მეორე, თვითონ ფერმერებისთვის იქნება კარგი. მათ არ მოუწევთ უცხოელი კონსულტანტების დაქირავება და იქნებიან უცხოელი, კვალიფიციური კადრები, რაც ასე ძალიან აკლია ჩვენს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიას", - განმარტავს ირაკლი ერაძე და დასძენს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია და სამომავლოდ სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობასაც გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები